მოყვანილია საქართველოში

აგროლეინის მოცვი ყველაზე ჯანსაღი და გემრიელი ქართული მოცვია, რომელიც სიმწიფის პიკში იკრიფება, პროფესიონალურად ფასოვდება და თქვენამდე უნაკლოდ მოდის.

საქართველოს აქვს პოტენციალი, თითქმის 1000 ჰექტარზე გაშენებული მეურნეობით გახდეს გლობალური მნიშვნელობის მქონე მწარმოებელი, რომელიც ამ ეტაპზე სრულ მსხმოიარობაში მყოფი 250 ჰექტარიდან მინიმუმ 2500 ტონა ნედლ მოცვს იძლევა  ყოველწლიურად.

აგროლეინის მოცვი მოყვანილი და დაკრეფილია ჩვენს პლანტაციებში. მოთხოვნის ზრდის შესაბამისად ჩვენ ვგეგმავთ არა მხოლოდ მოცვის საკუთარი პლანტაციების, არამედ მოცვის ლოკალური მომშენებლების ქსელის გაფართოებასაც.

ნედლი მოცვი - ხელმისაწვდომია სეზონურად

აგროლეინის ჩრდილო-ამერიკული მოცვი (vaccinium corymbosum) სეზონური მოცვის ნაირსახეობაა და იკრიფება წელიწადში ერთხელ – მაისის შუა რიცხვებიდან ივლისის დასაწყისამდე პერიოდში.

პლანტაციიდან მომხმარებლამდე გასავლელ გზას აგროლეინი აკონტროლებს და მართავს წარმოებისა და დისტრიბუციის ყველა ასპექტს, ასევე უზრუნველყოფს პროდუქტის სიჯანსაღეს.

თქვენი სურვილის მიხედვით, აგროლეინის დაბრენდილი ან დაუბრენდავი მოცვი ხელმისაწვდომია სტანდარტულ საცალო შეფუთვაში.

გაყინული მოცვი - ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში

აგროლეინი სეზონზე ლოკალურად დაკრეფილ მოცვს IQF მეთოდით ამუშავებს, რაც განაპირობებს მოკრეფის დროს არსებული გემოვნური თვისებების სრულად შენარჩუნებას. ამ სახით მოცვი მიეწოდებათ იმ მომხმარებლებს, რომელთაც მოცვის მარაგის შევსება უწყვეტად, მთელი წლის განმავლობაში სჭირდებათ.

აგროლეინის IQF მოცვი არის იდეალური ინგრედიენტი ისეთი პროდუქტების დასამზადებლად, როგორიცაა ნაყინი, ჯემი, ჟელე, სიროპი, სოუსი, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, საკონდიტრო ნაწარმი.

IQF მოცვი ხელმისაწვდომია შემდეგი ფორმებით:

  • ყუთები (მუყაოს კოლოფები – სიცივისა და სისველის გასაძლებად სპეციალურად დამუშავებული), ხელმისაწვდომია 10კგ და 20კგ ტევადობით.
  • Octabin (გოფრირებული მუყაოს ყუთი – სიცივისა და სისველის გასაძლებად სპეციალურად დამუშავებული), ხელმისაწვდომია 500კგ და 1000კგ ტევადობით. განსაკუთრებული საჭიროებების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ პროდუქტი დავაფასოოთ შეფუთვის სხვა ფორმებშიც.

ჩვენი შესაძლებლობები

ჩვენ ვფლობთ გადამუშავებისა და ცივად შენახვის ინფრასტრუქტურას, რომელიც 2016 წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და აღჭურვილია თანამედროვე დახარისხების, შეფუთვის, დასაწყობებისა და გაყინვის დანადგარებით, რომელთა საშუალებითაც სეზონზე შესაძლებელია 350 ტონა კენკრის გადამუშავება.

აგროლეინის უმაღლესი ხარისხის კენკრა იყიდება როგორც ლოკალურად, ასევე, უცხოურ ბაზარზე. საქართველოში აგროლეინის ლურჯი მოცვი იყიდება წამყვანი სუპერმარკეტების ქსელებში – კარფურში, აგროჰაბში, გუდვილში და ნიკორაში. ადგილობრივი შეკვეთების მაღაზიებში, რესტორნებსა და საწარმო ობიექტებში დროულ მიწოდებას აგროლეინი უზრუნველყოფს კომპანიის მფლობელობაში მყოფი სატვირთო მანქანების მეშვეობით.

ჩვენ ვინარჩუნებთ მოცვის რეგულარულ დისტრიბუციასა და გაყიდვებს მეზობელ ქვეყნებში, თუმცა, მიუხედავად ამისა, ვზრუნავთ ახალი ბაზრების ათვისებაზეც და ვცდილობთ, მსოფლიო მასშტაბით გავავრცელოთ საქართველოში მოყვანილი მოცვი.

Updating…
  • თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.